07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბერლინში ხვალ ნორმანდიული ოთხეული უკრაინის კრიზისზე იმსჯელებს

ბერლინში ხვალ ნორმანდიული ოთხეული უკრაინის კრიზისზე იმსჯელებს. შეხვედრა გერმანიის კანცლერის ინიციატივით დაიგეგმა და მასში მონაწილეობას ოთხივე ლიდერი დათანხმდა.

ანგელა მერკელის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებების დროს მთავარი ყურადღება მინსკის შეთანხმების შესრულებაზე საუბარს დაეთმობა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ შეხვედრას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება დონბასში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, საველე მეთაურის - მეტსახელად მოტოროლას მკვლელობას.

მოტოროლა დონეცკში საკუთარი სახლის ლიფტში ააფეთქეს. მეთაურთან ერთად დაიღუპა მისი დაცვის ერთი წევრიც, მომხდარში კი სეპარატისტები უკრაინის სპეცსამსახურს ადანაშაულებენ.

დღის ამბები