07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა - მოსახლეობას და ამბოხებულებს ალეპოს დატოვებისთვის 8 საათი აქვთ

რუსეთისა და სირიის ავიაციამ ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედებამდე, ქალაქ ალეპოზე ავიაიერიშები შეაჩერა. დაბომბვები დილიდან შეწყდა. თუმცა, გამთენიისას ქალაქზე რამდენიმე საჰაერო შეტევა განხორციელდა, სამიზნე კი ის რაიონები იყო, რომლებსაც ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვების შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. მათ შორის 3 ბავშვია. რუსეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა 20 ოქტომბერს შევა ძალაში.

დილის 8-დან 4 საათამდე მშვიდობიან მოსახლეობასა და ამბოხებულებს ალეპოს დატოვების საშუალება ექნებათ. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა გაერო, თუმცა 8 საათიან ცეცხლის შეწყვეტას ხალხის ევაკუაციისთვის არასაკმარისად მიიჩნევს და ვადის 12 საათამდე გაზრდას მოითხოვს.

დღის ამბები