07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
პენტაგონი ერაყის ქალაქ მოსულში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს წარმატებულს უწოდებს

ერაყის ქალაქ მოსულში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს წარმატებულს უწოდებს პენტაგონი. გასული 24 საათის განმავლობაში ერაყის არმიამ და ქურთმა მებრძოლებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ქალაქის შემოგარენში მდებარე 9 სოფელი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლეს.

მათ ზღვიდან და ჰაერიდან მხარს უჭერს საერთაშორისო კოალიცია. ოპერაციაში ჩართულია ფრანგული ხომალდები და ავიაციაც. შეტევების მოსაგერიებლად ერაყის არმიის პოზიციებთან ISIS-ის მებრძოლები დანაღმულ მანქანებს აფეთქებენ.

ქურთული მედიის ცნობით, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას 70 ერაყელი სამხედრო ემსხვერპლა. თუმცა, ეს ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება.

დღის ამბები