01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
თბილისში 15 საათია დათვს ეძებენ - ცხოველთა მონიტორინგის სამსახური სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გაშიფრავს

დედაქალაქის ცენტრში 15 საათია დათვს ეძებენ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური სამძებრო ოპერაციას გვიან ღამიდან ახორციელებს.

კურიერის გადამღები ჯგუფი თვითმხილველს ესაუბრა, ვინც გარეული ცხოველის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მიაწოდა. ქალბატონი დარწმუნებულია, რომ სახლთან გვიან ღამით დათვი დაინახა.

ერთერთმა მოქალაქემ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა, რომ დათვი ცინცაძის ქუჩაზე შენიშნეს, თუმცა ეს ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა.

მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იყალთოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გაშიფრავენ.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები