07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მზადება არჩევნებისთვის - საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი

ჯორჯიას შტატში საარჩევნო უბნები გაიხსნა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამერიკელების ნაწილი საკუთარ არჩევანს წინასწარ აკეთებს.

წინასწარი კენჭისყრა 38 შტატშია დაშვებული, მათ შორის ილინოისშიც, სადაც საკუთარი არჩევანი ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა ობამამაც დააფიქსირა.

ჯორჯიაში საარჩევნო უბნები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი მორიგი დებატების ჩატარებამდე 2 დღით ადრე გაიხსნა.

დებატებისა და სოციოლოგიური კვლევების თანახმად, რეიტინგებით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 7 პროცენტით უსწრებს. დემოკრატების კანდიდატს 46 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, მაშინ როდესაც რესპუბლიკელ ტრამპს გამოკითხულთა 39 პროცენტი ემხრობა.

დღის ამბები