01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
კომპანია ITech-ის დავა და iPhone +-ის დაყადაღებული ქონება და საბანკო ანგარიშები

iPhone +-ის ხელმძღვანელები თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესაძლო ზეწოლაში ადანაშაულებენ. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის უკან ვალერი ცერცვაძის ოჯახის ინტერესები დგას.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ITech, რომელმაც სასამართლოს მიმართა, ვალერი ცერცვაძის მეუღლის ძმას ეკუთვნის, თავად ცერცვაძის მეუღლე კი ამავე კომპანიაშია დასაქმებული.

ITech​ iPhone +-ს საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ერთ-ერთი სოციალური გვერდის გაუქმებას ედავება, რის გამოც სასამართლომ კომპანიის ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

ITech-ში ადასტურებენ, რომ კომპანია ვალერი ცერცვაძის მეუღლის ძმის მფლობელობაშია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.

iPhone +-ში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, რის გამოც შესაძლოა, კომპანია გაკოტრდეს.

 

 

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი  

დღის ამბები