01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
არჩევნების შემდეგ სკოლის გაუქმებული ავტობუსი - სოფელ ყულალისის მოსახლეობა პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

არჩევნების შემდეგ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ახალციხის რაიონის სოფელ ყულალისის მაცხოვრებლები სკოლის ავტობუსის გაუქმებას აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, ავტობუსი არჩევნების შემდეგ მოუხსნეს. მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ სოფელსი ხმების უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო.

ავტობიუსის მოხსნის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც.

პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს სოფლის გამგებელი. ის ამბობს, რომ ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა და ბავშვებს ამის გამო ვერ მიაკითხა. თუმცა ცნობილია, რომ ამავე ტრანსპორტმა სხვა სოფლიდან მოსწავლეების გადაყვანა შეძლო.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ სოფელ ყულალისს ავტობუსი კანონით არც ადრე ეკუთვნოდა და ბავშვები სკოლამდე მანძილის გავლას ფეხითაც შეძლებენ.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

 

დღის ამბები