01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
თითქმის 22 საათია, თბილისში დათვს ეძებენ - ცხოველს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს

თითქმის, 22 საათია თბილისში დათვს ეძებენ. დედაქალაქის ცენტრში გამოჩენილ გარეულ ცხოველს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. არეული ცხოველის კვალზე გასვლას სპეციალურად გაწვრთნილი იაგტერიერის ჯიშის ძაღლებით ცდილობენ. ძებნის პროცესში ჩაერთვნენ კინოლოგებიც.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა სამძებრო ოპერაცია გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც იყალთოს გორიდან შევიდა შეტყობინება იქ მოსიარულე დათვის შესახებ.

კინოლოგების დახმარებისა და სპეციალური ხელსაწყოებით ცხოველის ძებნის გარდა, სააგენტოში იმ კამერების ჩანაწერებსაც სწავლობენ, რომელიც ცხოველის სავარაუდო გადაადგილების ადგილებშია დამონტაჟებული.

ოფიციალური ინფორმაციით, დათვი არც ზოოპარკიდან გაქცეულა და არც იმ შაპიტოდან, რომელიც თითქმის ერთი კვირაა იპოდრომის ტერიტორიაზეა განთავსებული.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები