07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის

ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან  ითანამშრომლოს.

გაერთიანება ახალ პარლამენტში შესულ ყველა სუბიექტს  ქვეყნის ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში.

"საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ძირითადად მშვიდობიან გარემოში და ორგანიზებულად ჩატარდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ძალადობრივი ინციდენტების მიუხედავად, სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ის იყო კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული," - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგების დაძლევის ყველა ძალისხმევას დაუჭერს მხარს.  

"ევროკავშირი მომავალშიც ერთგული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის," - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.

დღის ამბები