01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
"შვილები მშობლებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ"-სტუდენტების აქცია

შვილები მშობლებისთვის - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - ამ მოწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გაიმართა.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული, ხოლო ვარდისფერი მასთან ასოცირებული ფერია.

კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა ვარდისფერ ფურცლებზე შექმნეს ტექსტური გზავნილები სოციალურ მედიაში გასავრცელებლად და ცაში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.

დღის ბოლოს კი თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.

დღის ამბები