07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
მძევლები ბრიუსელში-ბელგიელმა სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

ბელგიელმა სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბრიუსელში 15 ადამიანი მძევლად აიყვანა.

შემთხვევა დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სუპერმარკეტში მოხდა. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები იყო მობილიზებული.

სამართალდამცველების განცხადებით სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა აქვს.

პარალელურად ბელგიის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

სამართალდამცველებმა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს.

დღის ამბები