07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ე.წ. ისლამური სახელწიფოს მებრძოლები ერაყის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ-ჯეფ დევისი

ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელწიფოს მებრძოლები ერაყის ქალაქ მოსულის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ - განცხადება ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. ჯეფ დევისის თქმით, ისლამისტები მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

პარალელურად ქურთული მხარე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი ქალაქ მოსულში იმყოფება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მოსულთან მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად ერაყის არმიამ და ქურთმა მებრძოლებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ და ქალაქის შემოგარენში მდებარე 20 სოფელი აიღეს.

დღის ამბები