07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის საკითხი - თურქეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს

თურქეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს. თუ ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას ანკარას სასარგებლოდ არ მიიღებს, თურქეთი მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლით იმუქრება.

განცხადება ამ თემაზე თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრმა გააკეთა და ბრიუსელს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდა.

ომერ სელიკის თქმით, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას ანტიტერორისტული კანონის შეცვლის მოთხოვნაზე და თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა წლის ბოლომდე შემოიღოს.

დღის ამბები