07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ამერიკული ტაბლოიდები ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს საჯარო ბოდიშს უხდიან

ამერიკული ტაბლოიდები ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს საჯარო ბოდიშს უხდიან. მიზეზი მსახიობის განქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაცია გახდა, რომელიც ჟურნალებმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაქვეყნეს.

ტაბლოიდების ნაწილი ტომ ჰენკსის განქორწინების მიზეზად მეგ რაინთან დაწყებულ რომანს ასახელებდა, ნაწილი კი მის შეყვარებულად ფელისიტი ჯონსს მოიხსენიებდა.

ტომ ჰენკსმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ პუბლიკაცია იმდენად შორს იყო სიმართლისგან, რომ სასაცილოდაც კი მოეჩვენა.

მსახიობი მის მეუღლესთან რიტა უილსონთან ქორწინების 29-ე წლისთავს მომავალი წლის აპრილში აღნიშნავს.

დღის ამბები