07 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ობამა რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან, უკრაინასთან და სირიასთან მიმართებაში მკაცრად აკრიტიკებს

ბარაკ ობამამ საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რუსეთის აგრესიაზე საუბარს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი დრო იტალიის პრემიერთან გამართულ პრესკონფერენციაზე დაუთმო. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა მოსკოვი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და სირიაში აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.

ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი საკუთარი ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ნორმებს და სხვა ქვეყნების პრობლემების წყარო ხდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალით მეორე ქვეყანა მსოფლიო პრობლემების მოგვარებას უნდა უწყობდეს ხელს და არა თავად ქმნიდეს მათ.

"როდესაც თანამდებობა დავიკავე, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის პირობებში, შეიჭრა საქართველოში და ჩამოაყალიბა გაყინული კონფქლიტქი. მათ ჰყავდათ ახალი პრეზიდენტი და ჩვენ შევეცადეთ დაგვეწყო უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა ამერიკა-რუსეთს შორის. ვფიქრობ ჩვენ რუსეთის მისამართით საკმარისი პატივისცემა გამოვიჩინეთ, როდესაც ვაღიარეთ აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული ღირებულებები და შევეცადეთ გვეპოვა თანამშრომლოლბის საშუალებები. ჩვენ ავიღეთ ახალი სტარტი, დავეხმარეთ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში. ვმუშაობდით ერთად საერთაშორისო გამოწვევების საკითხებზე. როდესაც პრეზიდენტი ბატონმა პუტინმა ჩაანაცვლა, მე მასაც შევხვდი. კიდევ ერთხელ განვიხილეთ საკითხები, რომლებშიც ჩვენ თანამშრომლობა შეგვეძლო. გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ რუსის გამო ავღმოჩნდით, უკავშირდება რუსეთის აგრესიას მსოფლიოს კონკრეტულ ტერიტორიებზე. უკრაინაში ისინი ისევე მოიქცნენ, როგორც საქართველოში. ჩვენ ამ შემთხვევაშიც შევეცადეთ შეგვესრულებინა შუამავლის როლი, ვმუშაობდით ევროპელებთან ერთად მინსკის შეთანხმებაზე, რომელსაც ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა მოეგვარებინა,"-განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები