07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
აქცია ფილიპინებში აშშ-ის საელჩოსთან - სამართალდამცველების ავტომობილმა სამ მომიტინგეს გადაუარა

ფილიპინელმა ძალოვანებმა შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართული მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბიეს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და ქვეყანაში ამერიკული კონტინგენის განლაგებას აპროტესტებდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის მანქანა გამოჩნდა. სამართალდამცველების ავტომობილი ხალხში შევარდა და სამ მომიტინგეს გადაუარა. ძალოვანების ავტომობილი აქტივისტებმა ალყაში მოაქციეს და ქვები დაუშინეს. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 23 აქტივისტი.

დღის ამბები