07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბარაკ ობამას ბოლო სახელმწიფო ვახშამი პრეზიდენტის რანგში - წვეულება თეთრ სახლში 400 სტუმრისთვის მოეწყო

ბარაკ ობამას ბოლო სახელმწიფო ვახშამი პრეზიდენტის რანგში. ოფიციალური მიღება და გალა საღამო თეთრ სახლში იტალიის პრემიერმინისტრისთვის გაიმართა. წვეულება თეთრ სახლში 400 სტუმრისთვის მოეწყო, რომელთა შორის პოლიტიკოსებთან ერთად, კინოს და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები და წარმოშობით იტალიელი, ცნობილი ამერიკელები ესწრებოდნენ.

ოფიციალური მიღება თეთრ სახლში ტრადიციული ფოტოსესიით დაიწყო.

ფოტოები პროტოკოლისთვის საღამოს მასპინძლებმა, იტალიელ სტუმრებთან ერთად გადაიღეს. კადრები ისტორიულ მოვლენას ასახავს, რადგან მატეო რენცი 1998 წლის შემდეგ იტალიის პირველი პრემიერმინისტრი გახდა, ვისთვისაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი დონის ვახშამი მოეწყო.

გალა საღამო ბარაკ ობამამ გახსნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სადღეგრძელოს დროს პოლიტიკას გვერდი ვერ აურა და ამერიკა-იტალიის ურთიერთობებზე ილაპარაკა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ცნობილი შეფ მზარეულის კერძები დააგემოვნეს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები