07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ინტენსიური ბრძოლები მოსულში - ქალაქს მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს

მოსულის მისადგომებთან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს - ქალაქის სამხრეთით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ქურთმა მებრძოლებმა შეუტიეს.

რეგიონში ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. შეტევაზე გადავიდა ერაყის არმიაც. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა უკვე 20 სოფელზე აღადგინეს კონტროლი.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ქალაქ მოსულს მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს. გაეროს მისიის ინფორმაციით, სირიაში ათასობით ადამიანი გადავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები