01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
მსოფლიო ბესტსელერი და ცნობილი მსახიობები - "ალი და ნინოს" ქართველი მაყურებელი 22 ოქტომბერს ნახავს

მსოფლიო ბესტელერის ბრიტანული კინოეკრანიზაცია, ცნობილი კინოვარსკვლავები და რეჟისორი, რომელიც კინო აკადემიის რჩეული ერთხელ უკვე გახდა. ქართველი თავადის ასულის და აზერბაიჯანელი ბიჭის სიყვარულის ისტორია მსოფლიო ეკრანებზე გამოსასვლელად მზად არის. ქართველი მაყურებელი კი ცნობილი რომანის კინოეკრანიზაციას 22 ოქტომბერს ნახავს.

ყურბან საიდის ალი და ნინოს მიხედვით, ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმის რეჟისორი არა ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი აზიფ კაპადიაა. ქართველი თავადის ასულის როლს, ახალგაზრდა ესპანელი კინო ვარსკვლავი, მარია ვალვერდე ასრულებს.

ალი და ნინოს პირველი ჩვენება ბაქოში კინოფესტივალის გახსნაზე გაიმართა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები