01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზები - emc-ს კვლევა

რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში? - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ამ თემაზე საჯარო დისკუსია გამართა. აქცენტი იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკულ და სამართლებრივ ხარვეზებთან დაკავშირებით გაკეთდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩატარებული კვლელების შედეგად აცხადებენ, რომ იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების დროს ფიქსირდება სამართალდამცელების მიერ უფლებადარღვევისა და გადაცდომის პრაქტიკები.

მათივე მონაცემებით, მინისტრის ბრძანების შემდეგ, ნახევარი წლის განმავლობაში შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა მხოლოდ 27 %-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

„ასეთი პრაქტიკა, ადამიანების მასობრივად ქუჩიდან შემოწმების, თითქმის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. უპრეცედენტოა საქართველო ამ მხრივ. პოლიციელები დაგეშილი არიან და ქუჩაში ეძებენ ადამიანებს, მიყავთ მერე ლაბორატორიაში, ტესტავენ მათ და აკისრებენ გარკვეულ პასუხისმგებლობას,“ - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი. 

დღის ამბები