07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, სამოქმედო გეგმის შემუშავება - ე.წ. მინსკის ოთხეულის შეხვედრა დასრულდა

გერმანიაში უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით ე. წ მინსკის ოთხეულის შეხვედრა დასრულდა. ვლადიმერ პუტინი, პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთი დათანხმდა პრორუსი სეპარატისტების ფრონტის ხაზიდან 4 დამატებითი პოზიციიდან გაყვანას და მონიტორინგისთვის რეგიონში ეუთოს მისიის შეიარაღებული ჯგუფების შეყვანას.

გერმანიისა და საფრანგეთის პირველმა პირებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს, თუმცა მიიჩნევენ რომ სამოქმედო გეგმის შესრულება მარტივი არ იქნება.

დღის ამბები