07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ბოლო დებატები აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის - კლინტონმა ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

კიდევ ერთი დებატები შეერთებულ შტატებში ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის. მიგრაცია, ქვეყნის შიდა ეკონომიკური საკითხები, ქალთა უფლებები და ბირთვული იარაღის გამოუყენებლობა - ამ საკითხებზე რიგით მესამე და ბოლო საპრეზიდენტო დებატებზე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა ყველაზე ცხარედ იკამათეს.

როგორც წინა შემთხვევაში, არც ამჯერად ჩაუვლია დებატებს ვლადიმერ პუტინის გარეშე.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივს არ სცემს ჰილარი კლინტონს, რაზეც კლინტონის პასუხი ასეთი იყო - "პუტინს პრეზიდენტად მარიონეტი ურჩევნია".

დღის ამბები