01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
ათობით ოჯახი "თელასის" წინააღმდეგ

ათობით ოჯახი თელასის წინააღმდეგ. გურამიშვილის გამზირის 39ა-ში მცოხვრებლები თბილისის ელექტროენეგიის სადისტრიბუციო კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, რამდენიმე საათიანი ავარიული გათიშვის შემდეგ თელასმა აბონენტებს დენი, ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტი ძაბვით მიაწოდა. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ქსელში შეერთებული, თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდათ.

თელასში განმარტავენ, რომ სპეციალური განყოფილება საკითხის შესწავლას დღეიდან იწყებს და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება აბონენტთა პრეტენზიები, ზარალი ანაზღაურდება.

თუ კომპანია თანხის გადახდაზე უარს იტყვის, გურამიშვილის 39ა-ში მცოხვრებლები სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ.

დღის ამბები