07 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ალეპოს მშვიდობიანი მოქალაქეები ტოვებენ - რუსეთი ქალაქს კიდევ რამდენიმე საათი არ დაბომბავს

სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ოფიციალურად შევიდა ძალაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ავიაციას ალეპოს დაბომბვა 8 საათის განმავლობაში უნდა შეეწყვიტა, მაგრამ დღეს უწყებაში პაუზის კიდევ სამი საათით გახანგრძლივების შესახებ განაცხადეს.

ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 6 უსაფრთხო დერეფნით შეეძლება. პოზიციების დათმობაზე კი ამბოხებულები კვლავ უარს ამბობენ.

პარალელურად, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოს ჩრდილოეთით მასშტაბური ავია იერიშების განხორციელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

უწყების ცნობით, მათ ქურთების 18 ობიექტი დაბომბეს, რის შედეგადაც 200-მდე ქურთი მებრძოლი მოკლეს.

დღის ამბები