07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ფხენიანმა 7 თვის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტა 8-ჯერ წარუმატებლად გაუშვა

ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ცნობით, ფხენიანმა 4 ათასი კილომეტრის რადიოსში მოქმედი რაკეტის გამოცდა სცადა, თუმცა ის ჰაერში აფეთქდა.

ეს იყო რაკეტის გაშვების რიგით მერვე მცდელობა, ბოლო 7 თვის განმავლობაში, თუმცა აქედან წარმატებული მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. ფხენიანის ქმედება უკვე დაგმო ოფიციალურმა სეულმა და ტოკიომ.

სამხრეთ კორეის გენშტაბში ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდეს, იაპონიაში კი განაცხადეს, რომ ფხენიანს ოფიციალურ საპროტესტო ნოტას გაუგზავნიან. 

 

დღის ამბები