01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ქართული გალობის" მკვლევარები სამ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 22 ოქტომბერს ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის გადაცემის პირველი საზეიმო ცერემონია გაიმართება.

წელს პირველად ქართული გალობის მკვლევარები სამ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან.

ფონდი ქართული გალობის დამფუძნებლის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ქართული გალობის კვლევებში, პრემიის გამოცხადების შემდეგ, არა ერთი ახალგაზრდა ჩაერთო.

მისივე თქმით, პროექტი პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდას და სფეროს განვითარებას ემსახურება.

დღის ამბები