01 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. წელს საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება.

ეროვნულ სტენდთან გაიმართება დისკუსია - კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ. უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ლიტერატურულ აგენტებს ქართველი მწერლების შემოქმედებას მთარგმნელი და სცენარისტი დავით გაბუნია გააცნობს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. ქართული პროგრამა ფონდ ქართუს დაფინანსებით ხორციელდება. 

დღის ამბები