01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
ბარნოვის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა

გამწვანების აქცია გაიმართა ბარნოვის ქუჩაზე. ნიკა რურუას ინიციატივით 9 ძირი კატალპას ჯიშის ხე დაირგო. ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხეები 53-ე საჯარო სკოლის ტერიტორიასთან დარგო და მოქალაქეებს მსგავსი ქმედებებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ქალაქს ძალიან აკლია სიმწვანე, ის განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და ეს ხე, რომელიც დავრგეთ, ეს არის კატალპა, ეს არის ურბანული ხე. მინდა, რომ მოგვბაძონ სხვებმაც, იმიტომ, რომ მერმა, რომელიც დაგვპირდა ერთ მილიონ ხეს, ამას ვერ აკეთებს. ის საცოდავი ჩხირები, რომელიც მან დარგო, თითქმის ყველა გახმა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.         

დღის ამბები