01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
ასინქრონული წევის ძრავების მქონე ელმავლის პროექტის პრეზენტაცია

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ასინქრონული წევის ძრავების მქონე ელმავლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სატვირთო მატარებლების პროექტზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ჩეხური კომპანია შკოდა ელექტრონიკის  წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყო მედია ტურიც.

"ეს პროექტი ძალიან მნიშვენელოვანია ქართული მხარისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ კოლეგებს ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ. მოხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა," - განაცხადა შკოდა ელექტრონიკის ტექნიკური განვითარების დირექტორმა ლადისლავ სობოტკამ.

დღის ამბები