01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
მძიმე მდგომარეობა აფრიკის დასახლებაში - მოსახლეობა ხშირად წვიმის დროს გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს 

აფრიკის დასახლებაში მოზარდებს სკოლაში მისასვლელად სიძნელეების გადალახვა უწევთ. ტალახიანი გზის გავლა სახლიდან სკოლამდე ყოველდღიურად უხდებათ, უამინდობის დროს კი ზოგჯერ გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია. ის კი ვინც სკოლაში დასვრილი ფეხებით მივა, შესაძლოა სასწავლებლიდან უკან გამოაბრუნონ.

ფაღავას ქუჩაზე, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს წვიმის დროს სახლიდან ვერ გამოდის. ზამთრის პერიოდში კი, როდესაც გზა იყინება, სასწრაფოც ვერ ახერხებს მისვლას, არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი და ტაქსები მგზავრებს ამ ქუჩაზე გადაადგილებაზე უარს ეუბნებიან.

როდის გაკეთდება გზა მოსახლეობისთვის ამ დრომდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობაში წერილი წელიწად ნახევრის წინ შევიდა რეაგირება არ ყოფილა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები