07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
18 დღე არჩევნებამდე - დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ტელე-ეთერში ერთმანეთს ბოლოჯერ დაუპირისპირდნენ

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ტელე-ეთერში ერთმანეთს ბოლოჯერ დაუპირისპირდნენ. დებატებში ჰილარი კლინტონმა მოიგო - ასეთია CNN-ის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით კლინტონმა 13 პუნქტით ჩამოიტოვა დონალდ ტრამპი.

მესამე საპრეზიდენტო დებატებზე, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა, რუსეთის თემაზე კამათის დროს ჰილარი კლინტონმა პირდაპირ განაცხადა, რომ პუტინს მარიონეტი სურს ამერიკის პრეზიდენტად.

„პუტინს ურჩევნია შეერთებული შტატების პრეზიდენტი მარიონეტი იყოს. მინდა პასუხი გავცე დონალდ ტრამპის განცხადებას არჩევნების შედეგების არაღიარებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შემაშფოთებელია. ყოველთვის, როცა მოვლენები ისე არ ვითარდება როგორც მას სურს, ის იწყებს საუბარს იმაზე, რომ პროცესი გაყალბდა,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დებატებზე სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა ის ფაქტი, რომ დებატებზე დონალდ ტრამპმა არ უპასუხა, ცნობს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დამარცხების შემთხვევაში.

„ვაღიარებ თუ არა არჩევნების შედეგებს ჩემი დამარცხების შემთხევაში, ამას გეტყვით როცა დრო მოვა. საარჩევნო კამპანია ყალბდება ზოგიერთი მედიის მხრიდან. რაც შეეხება პუტინს, მე მას არ ვიცნობ პირადად. თუ ერთმანეთს გავუგებთ ეს ძალიან კარგი იქნება. პუტინი პატივს არ სცემს ჩვენ პრეზიდენტს და არც ჰილარი კლინტონს. კლინტონსაც არ უყვარს ის რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ყოველ ნაბიჯზე ჭკუით აჯობა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც ბლუმბერგმა ჩაატარა, კანდიდატებს შორის სხვაობა 9 პროცენტია. კლინტონს 47% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 38%. არჩევნებამდე კი 18 დღეა დარჩენილი.

ავტორი: დავით ნიკურაძე. 

დღის ამბები