01 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ოაკეან ელზი" საქართველოში - კონცერტი 22 ოქტომბერს გაიმართება

ერთი წლის შემდეგ ისევ საქართველო - განახლებული რეპერტუარით უკრაინული როკ ჯგუფი ქართველ მაყურებელს ამჯერად თბილისში შეხვდება. მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ოკეან ელზი ცნობილი და ახალი ჰიტებით, 2015 წლის ბათუმში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, მსმენელს სპორტის სასახლეში, 22 ოქტომერბს შეხვდება.

ცნობილი უკრაინული როკ ჯგუფი, 1994 წელს ლვოვში დაარსდა, ლიდერი და სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკია.

ვაკარჩუკი სატელევიზიო შოუში ხშირად ქართველ მონაწილეებს უჭერს მხარს. მისი რჩეულები მებო ნუცუბიძე და ოთო ნემსაძე, უკრაინის ხმის ფინალისტები გახდნენ.

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები