07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ლონდონის მეტროში საეჭვო ნივთი ააფეთქეს

ბრიტანელი სამართალდამცველები ლონდონის მეტროში მომხდარ ინციდენტს იძიებენ. ჩრდილოეთ გრინვიჩის მეტროს სადგურზე, გამვლელებმა საეჭვო შეკვრა შენიშნეს, რის შემდეგაც ანტი ტერორისტული ჯგუფი გამოიძახეს და საეჭვო ნივთი ადგილზევე ააფეთქეს.

გამოძიება ანტი ტერორისტული კუთხით მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური პირები არ განმარტავენ, რატომ გახდა საჭირო ამ ინციდენტის ტერორიზმთან დაკავშირება.

ბრიტანეთში უსაფრთხოების მეორე დონე მოქმედებს რაც ნიშნავს, რომ ტერაქტების ალბათობა დიდია.

დღის ამბები