07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავეს

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავეს. ორ დღიანი სამიტის შემდეგ მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოსკოვი და დამასკო ალეპოს დაბომბვას განაახლებენ, ევროკავშირი სწრაფად იმოქმედებს და შესაძლოა სანქციები გააფართოვოს.

სამიტზე ევროკავშირთან რუსეთის პოლიტიკაზეც ილაპარაკეს. დონალდ ტუსკის განცხადებით, მოსკოვს ევროკავშირის დასუსტება სურს, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის საჰაერო სივრცის დარღვევას, კიბერთავდასხმებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მზად არის დიალოგისთვის, თუმცა დემოკრატიული ღირებულებისა და პრინციპების წინააღმდეგ კომპრომისზე არ წავა.

დღის ამბები