07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქ კირკუტის აღება სცადა

ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ კირკუტის აღება სცადა. ტერორისტებმა გამთენიისას იერიში მიიტანეს რამდენიმე შენობაზე და ელექტროსადგურზე. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, რომელთა შორის ორი ირანის მოქალაქეა.

ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ISIS-ის 9 მებრძოლი. გავრცელებული ცნობით, ისლამური სახელმწიფოს წევრები ამ წუთებში ერთერთ მეჩეთსა და სასტუმროში არიან ბლოკირებული. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

დღის ამბები