01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ნაძალადევის მოსახლეობა გამგეობას გზის მშენებლობის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

თბილისში, ნაძალადევში აფშნის ქუჩის მცხოვრებლები გამგეობას გზის მშენებლობის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, აფშნის ქუჩაზე გადაადგილება ყოველდღიურად რთულდება და წვიმიან ამინდში ხშირად სახლიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებენ.

როდის დაიწყება ასფალტის დაგების სამუშაოები მოსახლეობისთვის უცნობია, გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა უნდა დაასრულოს წყალმომარაგების კომპანიამ, რის შემდეგაც დასრულდება გზის რეაბილიტაცია.

დღის ამბები