01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - 3 დღეში მშენებლობაზე 2 მუშა გარდაიცვალა

პოლიტკოვსკაიას 57-ში უბედური შემთხვევის შემდეგ მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, სამშენებლო მოედანზე კი ჩანს, რომ მუშები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე აშენებენ. არც სპეციალური ბაგირია გაბმული და არც დამცავი ქამარი უკეთიათ, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამით დასაქმებულის უფლებები უხეშად დარღვეულია.

12 სართულიან საცხოვრებელ სახლს ყოფილ ჯიქიას ქუჩაზე კერძო კომპანია აშენებს. სწორედ ამ მშენებლობიდან 2 დღის წინ მუშა სამუშაო პროცესის დროს გადმოვარდა და გარდაიცვალა, თავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში ყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სამშენებლო მასალას ლიფტზე გადაჰქონდა, სატვირთო ლიფტს კი უსაფრთხოების არანაირი ჯებირი არ აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყება მონიტორინგს აწარმოებს და რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სპეციალური სანქციაც დააკისრეს.

ბოლო მონაცემებით, მშენებლობებზე წელს 8 ადამიანია გარდაცვლილი.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები