01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
"აი პლიუსი" სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლასა და სახელმწიფო საკუთრების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს

აი პლიუსი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს ზეწოლასა და სახელმწიფო საკუთრების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

აი პლიუსსა და აი ტექნიკს შორის სასამართლო დავა რეპუტაციის შელახვასა და სოციალური გვერდის გაუქმებაზე მიმდინარეობს, აი ტექნიკის დამფუძნებელი კი ვალერი ცერცვაძის სიძეა, მისი მეუღლე კი ამავე კომპანიაშია დასაქმებული.

აი ტექნიკის წარმომადგენლები ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ, კონკურენტის მისამართით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამატებითი ბრალდებები, ინფორმაცია და მტკიცებულებები გაასაჯაროეს.

საქალაქო სასამართლოსთან ერთად საქმე კონკურენციის სააგენტოშიც განიხილება.

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ზურა მანაგაძე, ირინა ჯორბენაძე.

 

 

 

დღის ამბები