01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
1 ტომარა ფქვილი და 30 ლარი - კახეთის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ხმების სანაცვლოდ მოსყიდვაში ადანაშაულებენ

დახმარება ხმების სანაცვლოდ და ოპოზიციის მხარდამჭერი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს შემწეობა მოეხსნათ - კახეთის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის თქმით გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად დახმარებაც მოეხსნათ.

მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის გამგებელი თუმცა ადასტურებს, რომ სოციალურ აგენტებს გამგეობის თანამშრომლები მისამართებზე დაყვებიან.

ასევე პოლიტიკური ნიშნით დახმარების მოხსნას და ხმების სანაცვლოდ თანხის გადახდას უარყოფს ქართული ოცნების საოლქო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დედოფლისწყაროში. ბრალდებებს უარყოფს სოციალური სააგენტოს წარმომადგენელიც.

უშუქოდ და საკვების გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი პირები კი ამბობენ, რომ დახმარების გარეშე ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები