07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ საჭირო ზომები მიიღოს

სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ საჭირო ზომები მიიღოს. ამის შესახებ ანგელა მერკელმა სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გერმანიასთან ერთად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გამოვიდნენ, თუმცა შეზღუდვების შემოღების გეგმას არ დაეთანხმა იტალია. ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ალეპოში სისხლისღვრა გაგრძელდება, ორგანიზაცია ყველა საჭირო ზომაზე იმსჯელებს რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად.

რუსეთის ავიაიერიშების შედეგად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალეპოში 500 ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, დაბომბვები სამხედრო დანაშაულს უტოლდება.

დღის ამბები