07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოსულში 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას, ერაყის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ისლამისტებმა მამაკაცები და ბავშვები, სამთავრობო ძალების მიერ ქალაქზე შეტევის დროს ცოცხალ ფარად გამოიყენეს, შემდეგ კი დახვრიტეს.

მანამდე, სპეციალური განცხადება გაავრცელა გაერომაც. ორგანიზაციაში შეშფოთება გამოთქვეს, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრებმა მოსულის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან 550-ზე მეტ ოჯახს სახლების დატოვება აიძულეს.

ერაყში ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქის ასაღებად ოპერაცია უკვე 6 დღეა მიმდინარეობს. პარალელურად, მებრძოლებმა მასშტაბური თავდასხმა მოაწყვეს მოსულიდან 175 კილომეტრში მდებარე ქალაქ კირკუკში.

შედეგად 19 ადამიანი და დაჯგუფების 12 მებრძოლი დაიღუპა.

დღის ამბები