07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
იამალაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია 19 ადამიანი

ავიაკატასტროფას რუსეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა. მი-8 ტიპის ვერტმფრენი იამალაში ჩამოვარდა. ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მომხდარს მხოლოდ სამი მგზავრი გადაურჩა.

კატასტროფა გვიან ღამით მოხდა, შემთხვევის ადგილს მაშველებმა კი მხოლოდ გამთენიისას მიაკვლიეს. ადგილზე 170 კაციანი ჯგუფი მუშაობს.

გამოძიება სამ ვერსიას განიხილავს, მათ შორის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების პირობების დარღვევაა, ტექნიკური გაუმართაობა და უამინდობა.

ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ვერტმფრენს ტექნიკური დათვალიერება წლების განმავლობაში არ გაუვლია, ფრენის ლიცენზიის ვადა კი 2011 წელს ამოიწურა.

არ არის გამორიცხული ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

დღის ამბები