07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
მარსის შესწავლის რუსულ-ევროპული მისია წარუმატებლად დასრულდა - აპარატი დაიმტვრა

მარსის შესწავლის რუსულ-ევროპული მისია წარუმატებლად დასრულდა. აპარატი სკიაპარელი წითელ პლანეტაზე დაშვებისას დაიმტვრა.

მოდული მარსის ზედაპირზე 19 ოქტომბერს დაეშვა და პირველი სიგნალი 2 საათის განმავლობაში უნდა გადმოეცა, თუმცა ეს არ მოხდა.

მარსის ზედაპირი ამერიკულმა აპარატმა შეისწავლა. მიღებული მასალებით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აპარატი განადგურდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სკიაპარელი საათში 300 კილომეტრის სიჩქარით ეშვებოდა, დაახლოებით 4 კილომეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და საწვავის ავზი აუფეთქდა.

დღის ამბები