01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
ჩეხეთის საელჩოში ვაცლავ ჰაველის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს

ჩეხეთის საელჩოში ვაცლავ ჰაველის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს. მიღებაზე დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ესეები, ჩანაწერები, თხზულებები და პიესები წაიკითხეს.

ვაცლავ ჰაველი 2011 წელს გარდაიცვალა. ევროპაში დაარსებულია პრეზიდენტ ჰაველის სახელობის ჯილდოები. მას ტოტალიტარიზმიდან სამართლებრივ დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლის სიმბოლოდ განიხილავენ. 

დღის ამბები