01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლებს დღეიდან იაპონური ბაღის ნახვაც შეუძლიათ

ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლებს დღეიდან იაპონური ბაღის ნახვაც შეუძლიათ. იაპონური ბაღი საზეიმოდ იაპონიის ელჩმა დედაქალაქის მერთან ერთად გახსნა.

ბაღი 250 კვადრატულ მეტრზე მოეწყო, სადაც იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი სკულპტურები და მცენარეებია თავმოყრილი.

„ამ ბაღში ერთად არის კონცენტრირებული სილამაზე, ტრადიცია და ტექნიკა, მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ნარიყალას ფონზე ძალიან ჰარმონიულია და ეს არის სიმბოლო იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის. მინდა მიიღოთ ეს ბაღი საჩუქრად საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოპშიო კაიტანიმ.

დღის ამბები