01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნა გარემოს დაცვის სამინისტრომ

ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნა გარემოს დაცვის სამინისტრომ. უწყების ინციატივით, სართიჭალის ეროვნულ საშენ მეურნეობას 250-მდე ხე-მცენარე შეემატა.

სხვადასხვა ჯიშის მცენარეები მთავრობის წევრებმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად დარგეს.

გაიმართა აუქციონი, რომელზეც იშვიათი ჯიშის სახეობები გაიყიდა, შესული თანხა კი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის - ნაკადულის კალმახის საშენის მოწყობას მოხმარდება.

დღის ამბები