07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
სირიის თემაზე აშშ-სა და რუსეთს შორის ფაპირისპირება გრძელდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადებას ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავს ზომებზე საუბრის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, მოსკოვთან ურთიერთობის საბოლოოდ დანგრევაა.

მანამდე განცხადება ამ საკითხზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა გააკეთა. ჯოშ ერნესტის თქმით, ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგონ რუსეთის ქმედებებს სირიაში, მათ შორის განიხილება ახალი სანქციებიც. 

დღის ამბები