03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაში სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს

თავდაცვის სამინისტრო ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაში სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.   

განცხადებაში სწერია, რომ "ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში." 

როგორც განცხადებაში ნათქვამია, მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. 

"თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აჰყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში," - სწერია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ "ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან".

ამავე თემაზე
დღის ამბები