07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სატრანსპორტო ქსელის უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სატრანსპორტო ქსელის უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამ ზომას მთავრობამ იმ ორი ინცინდენტის შემდეგ მიმართა, რომელიც ლონდონში ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა.

საუბარია გრინვიჩის მეტროსადგურზე აღმოჩენილ საეჭვო პაკეტზე და ლონდონ სიტის აეროპორტში მომწამლავი გაზის ბალონის აღმოჩენის ფაქტზე. აეროპორტის ტერმინალში ინცინდენტი გუშინ საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალში დაუდგენელმა პირმა მომწამლავი გაზი გაუშვა, რასაც ევაკუაცია მოყვა. ლონდონის მეტროში აღმოჩენილი საეჭვო ნივთის საქმეზე კი ანტიტერორისტულმა სამსახურმა 19 წლის ახალგაზრდა დააკავა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული თინეიჯერი ტერაქტის მოწყობას ხალხმრავალ ადგილას გეგმავდა.

დღის ამბები