07 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა 3300-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში 3 ათას 300-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. ქვეყნის სანაპირო დაცვამ ლიბიის ნაპირებთან 24 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

მაშველებმა წყალში 7 ცხედარიც აღმოაჩინეს. მიგრანტები რეზინისა და ხის ნავებით ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ისინი კუნძულ ლამპედუზას პორტში გადაიყვანეს.

დღის ამბები